среда, 8 мая 2024 г.

დედის დღე








დედის დღე ყველა ჩვენგანისთვის გამორჩეულია. ის კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამქვეყნად დედაზე ძვირფასი ადამიანი არ არსებობს, რომ ის ყოველთვის იმსახურებს ჩვენგან დაფასებას, პატივისცემას, სიყვარულსა და ყურადღებას. ყოველ 3 მარტს ყველგან, სადაც ამ დღესასწაულს აღნიშნავენ, განსაკუთრებული ფუსფუსია. ზოგი ღია ბარათებს ამზადებს, ზოგი თაიგულს უკვეთავს, ზოგი ტკბილეულს ყიდულობს…ერთი სიტყვით, ყველა თავისებურად ცდილობს, რომ თავის მშობელს ეს დღე დაამახსოვროს. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი და  ჩვენს საყვარელ დედიკოებს უამრავი სიყვარულით  და სასიამოვნო სურვილებით დატვირთული ფერადი სტიკერები გავუგზავნეთ.


Комментариев нет:

Отправить комментарий