вторник, 9 июня 2026 г.

ლამაზი დღე

 





 
სასწავლო წლის ბოლოს  მოვიარეთ საქართველოს ულამაზესი მხარე მცხეთა-მთიანეთი.შესანიშნავი დღე, ემოციებით და შთაბეჭდილებით აღსავსე.ლამაზი ბუნებით,ტაძრებითა და მთის ტრადიციებით მდიდარი მხარე.







ენის დღე

 







ეროვნული სამოსის დღე

 





ტრადიციულად, სკოლაში მოეწყი აქტივობა ეროვნულის სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება,რომელშიც ტრადიციულად ჩაერთო მე-9ბ კლასი.მოსწაავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ,წარმოადგინეს ამ ულამაზესი  ტრადიციული სამოსი.



3-8 მარტი

 

  

 

დედის დღე, დედობრივი კავშირისა და საზოგადოებაში დედების გავლენის დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ნაწილში სხვადასხვა დღეს აღნიშნავენ, ძირითადად, მარტის ან მაისის თვეებში. დედის, როგორც ქალის კულტის პატივსაცემად ერთი კონკრეტული დღის აღნიშვნის ტრადიცია ისეთივე ძველია, როგორც თავად სამყაროს ისტორია და დედის ცნება. თანამედროვე სამყაროსთვის დედის დღე ამერიკელი ანა უარვისის ინიციატივით დაწესებულ დღესთან ასოცირდება, თუმცა ამ დღესასწაულს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ის სათავეს ძველი საბერძნეთიდან, ძველი რომიდან, “დასავლეთ ქრისტიანული საეკლესიო კალენდრიდან” იღებს.

3 მარტი „დედის დღედ“ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა.

3 მარტი დღესასწაულად იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ 1991 წელს გამოაცხადა.



 

დავითობა

 

  

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს  წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.

მოსწავლეებმა იმსჯელეს იმ დროინდელ საქართველოზე და დავით აღმაშენებლის ღვაწლზე.სურვილი გამოთქვეს ეხილათ საქართველო ისე გაერთიანებული და გამთლიანებული.

 

გენდერული თანასწორობა

 

ცნობიერების ამაღლების მიზნით,კლასის მოსწავლეები გაეცნენ გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმაციას,ნახეს ანიმაცია თემაზე .მსგავსი თემატიკით,ჩამოვათვალეთ, დავაჯგუფეთ და ვიმსჯელეთ გენდერულ როლებსა და გენდერულ სტერეოტიპებზე. დისკუსიის შედეგად, რომელიც წარიმართა მოსწავლეებს შორის, შემიძლია ვთქვა რომ, გენდერული სტერეოტიპები ფართოდ არის გავრცელებული და ხშირად არაზუსტი შეხედულებებია დამკვიდრებული მოზარდ თაობაში, ქალისა და მამაკაცის უნარებზე, შესაძლებლობებზე ,თვისებებსა თუ სოციალურ ქცევაზე. გენდერსა და სქესს შორის განსხვავების თვალსაჩინოების საილუსტრაციოდ, შევქმენით სქემა, რომელიც შევავსეთ, მათ მიერ დასახელებული შესაბამისი მაგალითებით… საბოლოოდ შევთანხმდით, რომ გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობას“.

 

https://www.google.com/search?sa=X&sca_esv=44a089a1939db368&udm=7&fbs=ADc_l-aN0CWEZBOHjofHoaMMDiKpaEWjvZ2Py1XXV8d8KvlI3jljrY5CkLlk8Dq3IvwBz-SJyfRX_inP-J3Cs9lQZu9J-w-s39WMlkYCuZrBZDnSTW3Onu82Nn4NWR3Try7MCh90woJ_-ql5yrU9XdyKPOJ44-O4eYFbtTGpxJSsPAjbV_Mz8D1Dclb08AaKbuXaapRM3h2JSpoDb6foJYAMPF6rDeUG0w&q=%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&ved=2ahUKEwjq5_n6xPeUAxVeefEDHRrhMJQQtKgLegQIDxAB&biw=911&bih=405&dpr=1.5#fpstate=ive&ip=1&vld=cid:ed08e7a7,vid:rBLEor4mfIM,st:0

суббота, 3 января 2026 г.

საახალწლო განწყობა

 























რატომ ხდება კონფლიქტები

 








როგორც ფსიქოლოგიაში და საერთოდ, სოციალურ მეცნიერებებში განმარტავენ, კონფლიქტი ხდება მაშინ, როდესაც ორი ელემენტი შეუთავსებელია. ნეიტრალური და ამავე დროს, ზოგადი მნიშვნელობის მქონე სიტყვა ელემენტი აჩვენებს, რომ კონფლიქტის დროს შესაძლოა, ერთმანეთს განსხვავებული შინაარსი უპირისპირდებოდეს, მაგალითად: მოსაზრებები, სურვილები, ქცევები, განზრახვები, შეფასებები, პიროვნებები, ჯგუფები და სხვა. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტიპოლოგიაა კონფლიქტების დაყოფა შინაგან (სულიერ) და გარეგან (პიროვნებათშორის ან სოციალურ) კონფლიქტებად. კონფლიქტის დროს პიროვნებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ორ პოზიტიურ შესაძლებლობას შორის. როდესაც იგი ერთ-ერთ ალტერნატივას აირჩევს, უარი უნდა თქვას (მინიმუმ, იმ მომენტისათვის) მეორე ალტერნატივაზე. როდესაც ადამიანს ეჭვი აქვს, რომ თავისი უარით იგი (მაშინვე) გარკვეულ ზარალსაც მიიღებს, მაშინ ეს უწყინარი კონფლიქტი რთულად მოსაგვარებელ კონფლიქტად გადაიქცევა. პიროვნებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ორ მოცემულობას შორის, რომელთაგანაც მისთვისორივე არასასურველია.კონფლიქტი ხდება არამხოლოდ თანატოლებს,დამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას,არამეთ მშობლებსა და შვილებს შორისაც,რაც აზრთა სხვადასხვაობას,განსხვავებულ შეხედულებებსა და გემოვნებას მოჰყვება.
 კონფლიქტის მოგვარება – გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით – მოითხოვს, რომ ადამიანი მზად იყოს თავისი გადაწყვეტილებების ნეგატიური შედეგებისათვის. გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და შესაბამისად, კონფლიქტების დროს იტანჯება ის, ვინც ამაოდ ფიქრობს, რომ შეძლებს თანმხლები ნეგატიური მომენტების თავიდან აცილებას. ამიტომ, კონფლიქტების მოგვარების უნარი გულისხმობს ამბივალენტური გრძნობებისადმი შინაგან მზაობას.