როგორც ფსიქოლოგიაში და საერთოდ, სოციალურ მეცნიერებებში განმარტავენ, კონფლიქტი ხდება მაშინ, როდესაც ორი ელემენტი შეუთავსებელია. ნეიტრალური და ამავე დროს, ზოგადი მნიშვნელობის მქონე სიტყვა ელემენტი აჩვენებს, რომ კონფლიქტის დროს შესაძლოა, ერთმანეთს განსხვავებული შინაარსი უპირისპირდებოდეს, მაგალითად: მოსაზრებები, სურვილები, ქცევები, განზრახვები, შეფასებები, პიროვნებები, ჯგუფები და სხვა. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტიპოლოგიაა კონფლიქტების დაყოფა შინაგან (სულიერ) და გარეგან (პიროვნებათშორის ან სოციალურ) კონფლიქტებად. კონფლიქტის დროს პიროვნებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ორ პოზიტიურ შესაძლებლობას შორის. როდესაც იგი ერთ-ერთ ალტერნატივას აირჩევს, უარი უნდა თქვას (მინიმუმ, იმ მომენტისათვის) მეორე ალტერნატივაზე. როდესაც ადამიანს ეჭვი აქვს, რომ თავისი უარით იგი (მაშინვე) გარკვეულ ზარალსაც მიიღებს, მაშინ ეს უწყინარი კონფლიქტი რთულად მოსაგვარებელ კონფლიქტად გადაიქცევა. პიროვნებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ორ მოცემულობას შორის, რომელთაგანაც მისთვისორივე არასასურველია.კონფლიქტი ხდება არამხოლოდ თანატოლებს,დამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას,არამეთ მშობლებსა და შვილებს შორისაც,რაც აზრთა სხვადასხვაობას,განსხვავებულ შეხედულებებსა და გემოვნებას მოჰყვება.
კონფლიქტის მოგვარება – გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით – მოითხოვს, რომ ადამიანი მზად იყოს თავისი გადაწყვეტილებების ნეგატიური შედეგებისათვის. გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და შესაბამისად, კონფლიქტების დროს იტანჯება ის, ვინც ამაოდ ფიქრობს, რომ შეძლებს თანმხლები ნეგატიური მომენტების თავიდან აცილებას. ამიტომ, კონფლიქტების მოგვარების უნარი გულისხმობს ამბივალენტური გრძნობებისადმი შინაგან მზაობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий