დაუნის სინდრომი უკავშირდება – დამატებითი ქრომოსომის არსებობას 21-ე წყვილ ქრომოსომაში.
ჩვეულებრივ ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს, მაგრამ დაუნის სინდრომიან ბავშვს აქვს 47. ეს იწვევს ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევას. ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს სინდრომს და არა დაავადებას. სინდრომს, ანუ ერთობლივად გამოვლენილი ნიშნების კომბინაციას, რომლებსაც საერთო მიზეზი აქვთ.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენა შესაძლებელია უფრო ადრეულ ასაკშიც, თუმცა ქალის ასაკის მატებასთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენის შანსიც უფრო იმატებს. ყოველ 700-900 ჩვილში ერთი შეიძლება იყოს დაუნის სინდრომით. არ არსებობს ზუსტი მიზეზი, თუ რატომ იყოფა ქრომოსომები არასწორად. ეს ხდება შემთხვევით, ჩასახვის დროს (როდესაც კვერცხუჯრედი განაყოფიერდება სპერმატოზოიდით).
Комментариев нет:
Отправить комментарий