среда, 6 декабря 2023 г.

Ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები

 ამოვარჩიოთ „საუკეთესო” სისუსტე, რაც არ შექმნის აგრესიას და შესაძლებელია, ძლიერ მხარედ სწრაფად გადაიქცეს. არ დაგვავიწყდეს, რომ აღიარებას უნდა დავუპირისპიროთ შესაბამისი გამოსწორების გეგმა, ან მცდელობები.

მაგალითად:

  • „არ მიყვარს სხვისი რჩევების მოსმენა და დაჯერება, მაგრამ რამოდენიმეჯერ პრობლემა შემექმნა და ახლა ვცდილობ მოვისმინო და დავფიქრდე მეგობრების რჩევებზე”;
  • „მეუბნებიან, რომ ჯიუტი ვარ, ამიტომ ვცდილობ სხვების რჩევები გავითვალისწინო”;
  • „მიყვარს დილით კარგად გამოძინება და ხშირად ვაგვიანებ, მაგრამ ვცდილობ კვირაში 2 დღე ამოვარჩიო და არ დავაგვიანო”;
  • „არ მომწონს როცა შენიშვნას მაძლევენ, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებელია და ვცდილობ შენიშვნა აღარ დავიმსახურო”;
  • „არ მაქვს სამუშაო გამოცდილება, მაგრამ ვიცი, რომ თქვენი ორგანიზაცია დამეხმარება და სწრაფად ვისწავლი“
 „.რა არის თქვენი ძლიერი მხარეები”?

„ვარ ინიციატივიანი,

„ვარ პუნქტუალური, 

– „მიყვარს ახალი თემის შესწავლა,

ძლიერ და სუსტი მხარეებზე საუბარი არ არის მარტივი და სპონტანურობა ვერ დაგვეხმარება. ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი ვინც საკუთარ შესაძლებლობებს სწორედ შეაფასებს, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. დავფიქრდეთ, დრო დავუთმოთ საკუთარი შესაძლებლობების ანალიზს და ვფიქრობ, „რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები”.





Комментариев нет:

Отправить комментарий