ბევრი ადამიანი ემოციას და გრძნობას ერთმანეთთან აიგივებს, თუმცა ემოცია შედარებით უფრო რთული პროცესებისგან წარმოიქმნება, ის სხეულებრივი და მენტალური ცვლილებების რთული პატერნია, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აღზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევით რეაქციებს და პიროვნულად მნიშვნელოვნად აღქმულ სიტუაციებზე საპასუხოდ ჩნდება. იმისათვის, რომ ნათელი გახდეს რისთვის არის საჭირო ყველა ეს კომპონენტი, წარმოვიდგინოთ, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობთ. თქვენი ფიზიოლოგიური აღზნება გამოიხატება მშვიდ გულისცემაში, თქვენი გრძნობა იქნება დადებითი.
ემოციასთან დაკავშირებული კოგნიტური პროცესები მოიცავს ინტერპრეტაციებს, მოგონებებსა და მოლოდინებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ განვსაზღვროთ სიტუაცია , როგორც ბედნიერი. თქვენი თვალსაჩინო ქცევით რეაქცია შესაძლოა იყოს ექსპრესიული-ღიმილი, ან ქცევითი-საყვარელ ადამიანთან ჩახუტება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემოცია ჩვენი პასუხია სტიმულზე. ჩარლზ დარვინი დაინტერესებული იყო ემოციის ადაპტური ფუნქციით და მივიდა ვარაუდამდე ,რომ ადამიანებს ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ერთნაირი გამოცდილებები აქვთ და განმეორებად სიტუაციებთან გასამკვლავებლად არის მოცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გარკვეული ტიპის ემოციური რეაქცია, მაგალითად, სახის ერთგვაროვანი გამომეტყველება შესაძლებელია ადამიანის ყველა წევრთან აღმოცენდეს, როგორც ახალშობილებში, ასევე ზრდასრულ ადამიანებში.
არსებობს 7 ბაზისური ემოცია. ბედნიერება, გაოცება, ბრაზი, ზიზღი, შიში, სევდა, სიძულვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий