среда, 6 декабря 2023 г.

საახალწლო მზადება

 როგორც ყველა კლასში,ჩვენც ადრიანად შევუდექით საახალწლო განწყობის შექმნას.მოვრთეთ და გავალამაზეთ საკლასო ოთახი და ბოლოს გასართობ ცენტრში  გავაგრძელეთ განწყობის ამაღლება,სადაც მოსწავლეებს გადავეცი სიგელები ნოინაციების მიხედვით და საახალწლო საჩუქარი.

















თანამშრომლობის მნიშვნელობა; გაგება, მოსმენა, მოლაპარაკება.

 თანამშრომლობის გარემო აყვავდება, როდესაც კომუნიკაციისადმი მიდგომა ფართოდ არის გახსნილი, რაც ნიშნავს რომ თითოეულს  ეძლევა ლაპარაკის საშუალება. არავინ არ უნდა გრძნობდეს თავს უხერხულად ან არასასიამოვნოდ რჩევის ძიებაში, დახმარების თხოვნით ან განათლებული აზრის გაზიარებით. როდესაც გამოსავალია საჭირო, კითხვები უნდა დაისვას და უპასუხოს გუნდის ან ერთობლივი ლიდერის შესაძლებლობებს. ერთად, გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია.უკუკავშირის გარეშე, ზრდა არ ხდება. სავარაუდოდ თანამშრომლობის ერთ -ერთი ყველაზე კრიტიკული ასპექტი, გააზრებული გამოხმაურება იმის მანიშნებელია, თუ რამდენად კომფორტული და მზრუნველი თანაგუნდელები არიან ერთმანეთთან.საკლასო შეთანხმების ეერთ-ერთი პუნქტიც სწორედ მოსმენას და სხვის აზრის პატივისცემას ეხება.




Ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები

 ამოვარჩიოთ „საუკეთესო” სისუსტე, რაც არ შექმნის აგრესიას და შესაძლებელია, ძლიერ მხარედ სწრაფად გადაიქცეს. არ დაგვავიწყდეს, რომ აღიარებას უნდა დავუპირისპიროთ შესაბამისი გამოსწორების გეგმა, ან მცდელობები.

მაგალითად:

  • „არ მიყვარს სხვისი რჩევების მოსმენა და დაჯერება, მაგრამ რამოდენიმეჯერ პრობლემა შემექმნა და ახლა ვცდილობ მოვისმინო და დავფიქრდე მეგობრების რჩევებზე”;
  • „მეუბნებიან, რომ ჯიუტი ვარ, ამიტომ ვცდილობ სხვების რჩევები გავითვალისწინო”;
  • „მიყვარს დილით კარგად გამოძინება და ხშირად ვაგვიანებ, მაგრამ ვცდილობ კვირაში 2 დღე ამოვარჩიო და არ დავაგვიანო”;
  • „არ მომწონს როცა შენიშვნას მაძლევენ, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებელია და ვცდილობ შენიშვნა აღარ დავიმსახურო”;
  • „არ მაქვს სამუშაო გამოცდილება, მაგრამ ვიცი, რომ თქვენი ორგანიზაცია დამეხმარება და სწრაფად ვისწავლი“
 „.რა არის თქვენი ძლიერი მხარეები”?

„ვარ ინიციატივიანი,

„ვარ პუნქტუალური, 

– „მიყვარს ახალი თემის შესწავლა,

ძლიერ და სუსტი მხარეებზე საუბარი არ არის მარტივი და სპონტანურობა ვერ დაგვეხმარება. ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი ვინც საკუთარ შესაძლებლობებს სწორედ შეაფასებს, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. დავფიქრდეთ, დრო დავუთმოთ საკუთარი შესაძლებლობების ანალიზს და ვფიქრობ, „რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები”.





უნდა გვეშინოდეს თუ არა კრიტიკის

 1.რა შემთხვევაში მივმართავთ კრიტიკას?

2. .რა შემთხვევაში გვაკრიტიკებენ?

3.რატომ არის კრიტიკა უსიამოვნო?

4.საჭიროა თუ არა კრიტიკა

5.როგორი ფორმიტ უნდა მოხდეს კრიტიკა?

 სიტუაციური ამოცანა:

ლევანი საკმაოდ კარგი მოსწავლე და ნიჭიერი მხატვარია.მას ბევრი მეგობარიც ჰყავს, რომლებიც ლევანს საკმაოდ საინტერესო ადამიანად მიიჩნევენ.მაგრამ ყველა მეგობარმა იცის ხასიათის თავისებურება.მას ძალიან არ უყვარს,როდესაც აკრიტიკებენ.ერთ მშვენიერ დღეს ლევანმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო პლაკატების კონკურსში.მან ბევრი ესკიზი შექმნა და ბოლოს საკონკურსოდ,თავისი აზრით  საუკეთესო შეარჩია.მეგობრებსაც უჩვენა პლაკატი და თან დასძინა,რომ ამ პლაკატიტ კონკურსს აუცილებლად მოიგებდა.დათომ, რომელიც ასევე ძალიან ერკვეოდა ხელოვნებაში,შეამჩნა რომ ლევანის ნახატი ცნობილი გრაფიკოსის ჰერლუფ ბიდსტრუპის ერთ-ერთ პლაკატის "გადამღერებაა".ჯერ იფიქრა,რომ უნდა ეთქვა მეგობრისთვის,რადგან კონკურსის ჟიურიც მიხვდებოდა აუცილებლად.მაგრამ შემდეგ გაახსენდა,რომ ლევას ძალიან არ უყვარდა როდესაც აკრიტიკებდნენ.

1.თქვენი აზრით როგორ უნდა მოიქცეს დათო?

2.თქვენ როგორ მოიქევოდით დათოს ადგილზე?

ჯანსაღი კრიტიკა ნიშნავს ობიექტურ შეფასებას. შეფასება,უკუკავშირი კი აუცილებბლად კრიტიკასას  უნდა შევეხოთ ნამუშევარს,საქციელს და არავითარ შემთხვევაში პიროვნებას.






Რა არის ემოცია და როგორ ვმართოთ ის

 ბევრი ადამიანი ემოციას და გრძნობას ერთმანეთთან აიგივებს, თუმცა ემოცია შედარებით უფრო რთული პროცესებისგან წარმოიქმნება, ის სხეულებრივი და მენტალური ცვლილებების რთული პატერნია, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აღზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევით რეაქციებს და პიროვნულად მნიშვნელოვნად აღქმულ სიტუაციებზე საპასუხოდ ჩნდება. იმისათვის, რომ ნათელი გახდეს რისთვის არის საჭირო ყველა ეს კომპონენტი, წარმოვიდგინოთ, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობთ. თქვენი ფიზიოლოგიური აღზნება გამოიხატება მშვიდ გულისცემაში, თქვენი გრძნობა იქნება დადებითი.

ემოციასთან დაკავშირებული კოგნიტური პროცესები მოიცავს ინტერპრეტაციებს, მოგონებებსა და მოლოდინებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ განვსაზღვროთ სიტუაცია , როგორც ბედნიერი. თქვენი თვალსაჩინო ქცევით რეაქცია შესაძლოა იყოს ექსპრესიული-ღიმილი, ან ქცევითი-საყვარელ ადამიანთან ჩახუტება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემოცია ჩვენი პასუხია სტიმულზე. ჩარლზ დარვინი დაინტერესებული იყო ემოციის ადაპტური ფუნქციით და მივიდა ვარაუდამდე ,რომ ადამიანებს ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ერთნაირი გამოცდილებები აქვთ და განმეორებად სიტუაციებთან გასამკვლავებლად არის მოცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გარკვეული ტიპის ემოციური რეაქცია, მაგალითად, სახის ერთგვაროვანი გამომეტყველება შესაძლებელია ადამიანის ყველა წევრთან აღმოცენდეს, როგორც ახალშობილებში, ასევე ზრდასრულ ადამიანებში.

არსებობს 7 ბაზისური ემოციაბედნიერებაგაოცებაბრაზიზიზღიშიშისევდასიძულვილი.








საკლასო შეთანხმებები

 სასწავლო წლის დასწიყისში, მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ საკლასო  შეთანხმებები,რომელთა დაცვაც ეკისრება მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობაში.ამასთანვე ჩავატარე ანონიმური გამოკითხვა თუ როგორ უნათ ექცეოდნენ მოსწავლეებს მასწავლებლები და პირიქით.