среда, 18 июня 2025 г.

თინეიჯერობის ასაკი

თინეიჯერობის ასაკში ბავშვები განიცდიან ფიზიკურ და ემოციონალურ განვითარებას. ეს ერთდროულად მშვენიერი და საშიში დროა. ისინი იმ ასაკში არიან როდესაც ყალიბდება მათი საბოლოო ხასიათი. უხეშმა მოპყრობამ ან დაყვირებამ შეიძლება ამ ასაკში ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენოს ბავშვს.

ზოგ მშობელს ჯერა სიმკაცრის, მაგრამ უკიდურესმა სიმკაცრემ შესაძლოა სახლში ავტორიტარული ატმოსფერო შექმნას. მშობლები შეიძლება იყვნენ მესაკუთრენი და ეცადონ რომ შვილები მათზე იყვნენ დამოკიდებულნი. ამ ორმა შეხედულებამ შეიძლება ამბოხი გამოიწვიოს ბავშვში ან პირიქით ჩაკლას ბავშვის ბუნებრივი მიდრეკილება თავგადასავლებისაკენ.

სიტყვა – თინეიჯერი,  ასოცირდება  თავისუფლებასთან. მაგრამ თვითონ თავისუფლება ყველასთვის სხვადასხვა რამესთან არის გაიგვებული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სიტყვა ,,თავისუფლებაში” არ დაინახოს მხოლოდ იმის მნიშვნელობა, რომ რაც უნდა ის აკეთოს და მისთვის ყველაფერი ნებადართულია, არამედ გააცნობიეროს, რომ სიტყვა თავისუფლება გულისხმობს დიდ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს საკუთარი თავის წინაშე.ბევრ თინეიჯერს თავისუფლება არასწორად ესმის და მერე ეს ბევრ პრობლემას ქმნის…

მე ვთლი რომ ამ ასაკშიც აუციელებლია ზომიერება და დაფიქრებული ნაბიჯები… და ასევე ვთვლი რომ ამ ასაკში მშობლები გასნაკუთრებულად ახლოს უნდა იყვნენ ბავშვთან…









Комментариев нет:

Отправить комментарий