კლასის საათის ფარგლებში მოსწავლეებმა მოხატეს საკლასო ოთახის კედელი
22 მაისს მე-8ბ კლასის გასვლითი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
მარტში,კლასის საათის ფარგლებში მე--8ა,ბ კლასების ჩართულობით ,სკოლის სააქტო დარბაზში მოხდა მოსწავლეთა ნაშრომების გამოფენა,მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები
სასწავლო წლის ბოლოს მოვიარეთ საქართველოს ულამაზესი მხარე ჯავახეთი.შესანიშნავი დღე, ემოციებით და შთაბეჭდილებით აღსავსე.
20 მაისს,კლასის საათის ფარგლებში დაიგეგმა ქართულის მასწავლებელთან და პარალელურ კლასთან ერთად ვიზიტი ლ.მესხიშვილის თეატრში,სპექტაკლზე "ხევისბერი გოჩა".მოსწავლეებმა წარმოდგენის ნახვამდე წაიკითხეს აღნიშნული ნაწარმოები(ქართულის მასწავლებლის-თამარ ქობულაძის მითითებთ) და შემდეგ გაარჩიეს,მოაწყვეს დისკუსია.
ტრადიციულად, სკოლაში მოეწყი აქტივობა ეროვნულის სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება,რომელშიც ტრადიციულად ჩაერთო მე-8ბ კლასი.საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩვენ წილად გვხვდა ფშავ-ხევსურეთი.მოსწაავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ,წარმოადგინეს ამ ულამაზესი კუთხის ტრადიციები,კულტურა,სამზარეულო და შემოქმედება.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
თინეიჯერობის ასაკში ბავშვები განიცდიან ფიზიკურ და ემოციონალურ განვითარებას. ეს ერთდროულად მშვენიერი და საშიში დროა. ისინი იმ ასაკში არიან როდესაც ყალიბდება მათი საბოლოო ხასიათი. უხეშმა მოპყრობამ ან დაყვირებამ შეიძლება ამ ასაკში ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენოს ბავშვს.
ზოგ მშობელს ჯერა სიმკაცრის, მაგრამ უკიდურესმა სიმკაცრემ შესაძლოა სახლში ავტორიტარული ატმოსფერო შექმნას. მშობლები შეიძლება იყვნენ მესაკუთრენი და ეცადონ რომ შვილები მათზე იყვნენ დამოკიდებულნი. ამ ორმა შეხედულებამ შეიძლება ამბოხი გამოიწვიოს ბავშვში ან პირიქით ჩაკლას ბავშვის ბუნებრივი მიდრეკილება თავგადასავლებისაკენ.
სიტყვა – თინეიჯერი, ასოცირდება თავისუფლებასთან. მაგრამ თვითონ თავისუფლება ყველასთვის სხვადასხვა რამესთან არის გაიგვებული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სიტყვა ,,თავისუფლებაში” არ დაინახოს მხოლოდ იმის მნიშვნელობა, რომ რაც უნდა ის აკეთოს და მისთვის ყველაფერი ნებადართულია, არამედ გააცნობიეროს, რომ სიტყვა თავისუფლება გულისხმობს დიდ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს საკუთარი თავის წინაშე.ბევრ თინეიჯერს თავისუფლება არასწორად ესმის და მერე ეს ბევრ პრობლემას ქმნის…
მე ვთლი რომ ამ ასაკშიც აუციელებლია ზომიერება და დაფიქრებული ნაბიჯები… და ასევე ვთვლი რომ ამ ასაკში მშობლები გასნაკუთრებულად ახლოს უნდა იყვნენ ბავშვთან…
კლასის საათის ფარგლებში განვიხილეტ თემა-"არა ძალადობას".მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.შექმნეს ნახატები და წარადგინეს პრეზენტაცია.
17დეკემბერს,წმ.ბარბარეს დღესასწაულზე გადავეცით საახალწლო საჩუქრები და ერთმანეთს ვაჩუქეთ ბედნიერი წუთები