суббота, 3 января 2026 г.

საახალწლო განწყობა

 























რატომ ხდება კონფლიქტები

 








როგორც ფსიქოლოგიაში და საერთოდ, სოციალურ მეცნიერებებში განმარტავენ, კონფლიქტი ხდება მაშინ, როდესაც ორი ელემენტი შეუთავსებელია. ნეიტრალური და ამავე დროს, ზოგადი მნიშვნელობის მქონე სიტყვა ელემენტი აჩვენებს, რომ კონფლიქტის დროს შესაძლოა, ერთმანეთს განსხვავებული შინაარსი უპირისპირდებოდეს, მაგალითად: მოსაზრებები, სურვილები, ქცევები, განზრახვები, შეფასებები, პიროვნებები, ჯგუფები და სხვა. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტიპოლოგიაა კონფლიქტების დაყოფა შინაგან (სულიერ) და გარეგან (პიროვნებათშორის ან სოციალურ) კონფლიქტებად. კონფლიქტის დროს პიროვნებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ორ პოზიტიურ შესაძლებლობას შორის. როდესაც იგი ერთ-ერთ ალტერნატივას აირჩევს, უარი უნდა თქვას (მინიმუმ, იმ მომენტისათვის) მეორე ალტერნატივაზე. როდესაც ადამიანს ეჭვი აქვს, რომ თავისი უარით იგი (მაშინვე) გარკვეულ ზარალსაც მიიღებს, მაშინ ეს უწყინარი კონფლიქტი რთულად მოსაგვარებელ კონფლიქტად გადაიქცევა. პიროვნებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ორ მოცემულობას შორის, რომელთაგანაც მისთვისორივე არასასურველია.კონფლიქტი ხდება არამხოლოდ თანატოლებს,დამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას,არამეთ მშობლებსა და შვილებს შორისაც,რაც აზრთა სხვადასხვაობას,განსხვავებულ შეხედულებებსა და გემოვნებას მოჰყვება.
 კონფლიქტის მოგვარება – გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით – მოითხოვს, რომ ადამიანი მზად იყოს თავისი გადაწყვეტილებების ნეგატიური შედეგებისათვის. გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და შესაბამისად, კონფლიქტების დროს იტანჯება ის, ვინც ამაოდ ფიქრობს, რომ შეძლებს თანმხლები ნეგატიური მომენტების თავიდან აცილებას. ამიტომ, კონფლიქტების მოგვარების უნარი გულისხმობს ამბივალენტური გრძნობებისადმი შინაგან მზაობას. 







суббота, 20 декабря 2025 г.

ნაადრევი ქორწინება


კლასის მოსწავლეები გაეცნენ ნადრევი ქორწინების შესახებ ინფორმაციას,ნახეს ანიმაცია თემაზე .მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია და დააფიქსირეს თავიანთი აზრი საკითხის შესახებ.



როგორც ცნობილია, ნაადრევი ქორწინება, ისევე როგორც წინა საუკუნეებში, საკმაოდ გავრცელებულია თანამედროვეობაში, 21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ ეთნოსში.

ნაადრევი ქორწინების შედეგად ვნახეთ ქალთა მიმართ ძალადობა, ქალებისა და ბავშვების უამრავი მკვლელობა, თავისუფლების წართმევა, ფსიქოლოგიური ტრავმები და ა.შ.

⇑⇓ რა არის ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება?

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება ორი ადამიანის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირია, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჯერ არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, ანუ ბავშვია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108მუხლის შესაბამისად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.

კანონი ადრეული ქორწინების შესახებ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებულია. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. კანონმდებლობაში ეს ცვლილება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) რეკომენდაციის გათვალისწინებით იქნა მიღებული. გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება, დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა.

⇑⇓ რა უარყოფითი მხარეები აქვს ადრეულ ასაკში ქორწინებას?

◊ გოგონების ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეებიდან მთავარია ის, რომ ისინი საკუთარ ჯანმრთელობას რისკავენ ნაადრევი ქორწინებით;

◊ ადრეულ ასაკში დაოჯახებული გოგონების უმრავლესობა ვერ ახერხებს განათლების მიღებას და წარმატებულად დასაქმების შანსს კარგავს;

◊ გოგონების განვითარების ნაკლები პერსპექტივაა.

⇑⇓ საიდან  ჩნდება ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის მოთხოვნილება, რა დადებითი და ნეგატიური შედეგები ახლავს მას?

ოჯახის შექმნის მთავარი მოტივაცია, რა თქმა უნდა, სიყვარულია. სიყვარული ოჯახური ცხოვრებისთვის აუცილებელია, მაგრამ ხშირად არასაკმარისი. განსაკუთრებით ეს არასრულწლოვანთა ქორწინებას ეხება. ექიმი-რეპროდუქტოლოგები ამტკიცებენ, რომ ფიზიოლოგიურად ადამიანის ორგანიზმი შეიძლება მზად იყოს, დაახლოებით, 14-16 წლის ასაკში, მაგრამ მისი სოციალური და ფსიქოლოგიური მომწიფება საკმაოდ დიდი ხნით ჩამორჩება ფიზიკურ მომწიფებას. როცა  გონებით ჯერ კიდევ ბავშვები მშობლები ხდებიან, რა თქმა უნდა, შორს არიან იმ  პასუხისმგებლობებისაგან, რომელთაც მათ ოჯახი აკისრებს.  კონტრასტი მათ ფიზიოლოგიურ და გონებრივ განვითარებას შორის იმდენად მკაფიოდაა გამოხატული, ხელსაყრელ გარემოს ქმნის ოჯახური კონფლიქტების განვითარებისათვის.

არის შემთხვევები, როცა გოგონა, ოჯახური პრობლემების, კონფლიქტური სიტუაციების ან უფინანასობის გამო, იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას.

ნეგატიური შედეგების ჩამონათვალი უამრავია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადრეული დაქორწინების შედეგად შექმნილი ბედნიერი ოჯახებიც არსებობენ.  ნაადრევი ქორწინების დადებით მახასიათებლად ითვლება ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებში დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის გრძნობა ძლიერდება. ამას ემატება პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ. ქორწინება, პირველ რიგში, ოჯახური ცხოვრების გამოცდილებას იძლევა და საშუალებას აძლევს წყვილებს, რეკორდული სისწრაფით გაიზარდონ და ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად.  ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ოჯახების რიცხვი საკმაოდ მცირეა და საპირისპირო შედეგები უფრო თვალსაჩინოა.

სამწუხაროდ, საქართველოში არის შემთხვევები, სადაც, ტრადიციიდან გამომდინარე, ქორწინება დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როცა გოგონები ფიზიოლოგიურ მომწიფებასაც კი ვერ ასწრებენ. ამ წესების მიხედვით, თვითონ მშობლები  არიან აქტიურად ამ პროცესში ჩართულნი და 15 წლის ასაკში, შვილის დაუკითხავად, აგვარებენ დაქორწინების საკითხს.

გარდა ჯანმრთელობის რისკისა, ნაადრევი ქორწინება კარგ ფონს ქმნის ოჯახური ძალადობისთვის. ცნობილია, რომ ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ იმ ოჯახებზე მოდის, რომლებმაც ადრეულ ასაკში მიიღეს დაქორწინების გადაწყვეტილება.

⇑⇓ ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტია ნაადრევი ქორწინება:

გამოქვეყნებული მონაცემებიდან ვგებულობთ, რომ ყველაზე მეტი არასრულწლოვნის დაქორწინება ინდოეთში ხდება, სადაც 15 მილიონზე მეტ გოგონას ადრეულ ასაკში უწევს ოჯახის შექმნა. შემდგომ მოდის ბანგლადეში – 4 451 000 გოგონაა დაქორწინებული. სიაში მოხვდა ბრაზილია და მექსიკაც, სადაც აღნიშული გოგონების რიცხვი რამდენიმე მილიონს აჭარბებს.

⇑⇓ წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ისტორიას ნაადრევი ქორწინების შესახებ:

ეს ისტორია ეხება ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი არ გახდა. ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც მამამისმა ძალით დანიშნა. მამამ თავისი შვილის არც აზრი იკითხა, არც მის მომავალზე იფიქრა და მისი უფლებები შეზღუდეს. ის, იმ დროს, სწავლობდა  სკოლაში  და სკოლის დირექტორისგან დახმარება ითხოვა. დირექტორმა დახმარება გაუწია და საჩივარი შეიტანეს. ნიშნობა გადაიდო, განაგრძო სკოლა, ჩააბარა უნივერსიტეტში. ამჟამად კი მუშაობს სამინიტროში და არის თარჯიმანი. მან იცის თორმეტი ენა. ცხოვრობს ისე, როგორც თვითონ უნდა. მე ვფიქრობ, რომ ყველა გოგოს აქვს განათლების მიღების, თავისი აზრის დაფიქსირების და საკუთარი უფლებების დაცვის უფლება. ყველა გოგოს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი მომავალი და დაგეგმოს როგორც სურს.

https://www.youtube.com/watch?v=EduwOoha2tY


საბუნებისმეტყველო ვიქტორინა

 

სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის კონტროლით ჩატარდა "საბუნებისმეტყველო ვიქტორი", სადაც ბავშვები ქიმიის,ფიზიკის და ბიოლოგიის გამოყენება სააზროვნო კითხვებს სცემდნენ პასუხს. ღონისძიება საინტერესო იყო და დიდი ემოციებით ჩაიარა.გამოვლინდა ვიქტორინის გამარჯვებული და სხვადასხცა ადგილი მფლობელი.ჩვენმა კლასმა დაიკავა მე-2 ადგილი.








ჩვენი უსიტყვო მეგობრები

 


     ცხოველთა საერთაშორისო დღე ღონისძიებებით აღინიშნა. სკოლის ეზოში მოსწავლეები და მშობლები უნიკალური ერთგულ მეგობრებთან ერთად გამოცხადდნენ. აქაც გალილები იწონებენ თავს. თუმცა მხოლოს მათი სტუმრობით არ შემოიფარგლებოდა ეს დღე. ერთ სივრცეში მოსწავლეები ხატვდენენ ოთხფეხა მეგობრების პორტრეტებს, მეორე კუთხეში - ოჯახური სურათი იყო გამოფენილი, იქვე ყვებოდნენ ისტორიებს ხალისიანებს და სევდიანებს.მომდევნო სივრცეში სტუმრად. მობრძანებული ცხოველები საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას ახდენდნენ.ფოტო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა ჩვენი კლასის მოსწავლემ-ნინი ქურციკიძემ

 





ექსკურსია

                                        

                               ვიცნობდეთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა კულტურული მემკვიდრეობა ის სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ.კულტურული მემკვიდრეობა ის საფუძველია, რომელიც გვამოძრავებს,წინსვლისკენ გვიბიძგებს, ჩვენს იდენტობას განაპირობებს და საკუთარი თავის რწმენას გვაძლევს. ეს არის ადამიანის არსებობის, მისი სამყაროსადმი შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოხატულება, ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო, რომელიც ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და თითოეულ ჩვენგანს იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელიც მხოლოდ თაობიდან თაობაზე გადაცემული ღირებულებების უფაქიზეს ერთობლიობას შეიძლება გააჩნდეს. კულტურული მემკვიდრეობა წარსულთან გვაკავშირებს, აწმყოსთვის მყარ საყრდენს გვაძლევს და მომავლისკენ გზას გვიკვალავს. შესაბამისად, მემკვიდრეობა ნებისმიერი ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული განვითარების ანარეკლადაც გვევლინება










მეგობრობა

 


რა არის  მეგობრობა

მეგობრობა — ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება. რა არის მეგობრობა?ის რომ შენ მეგობარს გინდა ყველაფერი გაუზიარო რაც გიხარია, თუ არ გიხარია ,რა გაწუხებს და რა გტკივა .მეგობარი ისაა ვისი დანახვაც ყოველთვის გიხარია და ვისთან ერთადაც თავს კარგად გრძნობ და საერთოდ მეგობრის გარეშე ვერ ცხოვრობ ადამიანი. ნამდვილი მეგობრის ფასს ხშირად მაშინ ხვდები როდესაც დაკარგავ... ყველასთვის ეს რაღაც განსაკუთრებულია მაგრამ ყველა ამას სხვადასხვანაირად აღიქვამს! ეს გრძნობა ჩემთვის ყველაზე წმინდაააააააააა..........სიტყვა მეგობრობა განსაკუთრებულ სითბოს ბადებს ჩემში...უიმისოდ ვერაფერი ვიქნებოდით!!!!!! მას კარგად უნდა იცნობდე და ენდობოდე!!!! მასთან დამალული არაფერი უნდა გქონდეს! აი ეს არის ნამდვილი მეგობარი!!!! და რაც მთავარია მისთვისაც იგივეს უნდა ნიშნავდე! რაც შეეხება მასთან დაკავშირებულ სირთულეებს....ერთმანეთან ურთიერთობაში მაქსიმალურად უნდა ეცადო რომ შეცდომა არ დაუშვა....... მეგობარი ის ადამიანია, ვინც მეგობრის ერთგული რჩება ცხოვრების ნებისმიერ ვითარებაში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეგობარს იმედი არ გაუცრუოს, არ მოატყუოს და ბოლომდე მასთან დარჩეს, მაშინაც კი, როდესაც მას სხვები ზურგს შეაქცევენ. ნამდვილი მეგობრობა ჯანმრთელობას გავს : არ აქცევ ყურადღებას სანამ არ დაკარგავ.. მეგობრობა სხვა რა არი თუ არა ერთ სხეულში ორ სული..