вторник, 27 июня 2023 г.
четверг, 15 июня 2023 г.
ბავშვთა დაცვის დღე
მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გვქონდა დისკუსია რა შეიძლება ისურვოს ბავშვმა ამ დღეს და რატომ?,რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე მათთვის? და ა.შ
ვნახეთ ფილმ "სლამბერლენდი" რომელიც გადაწყვიტა უმრავლესობამ.
ტექნოლოგიები და ბავშვები
ტექნოლოგიები და ბავშვები
ბოლო ზარი
დადგა 19 მაისი,დღე როცა მე-12 კლასელებისთვის დაირეკა ბოლო ზარი და ჩემი,მე-12 ა
კლასიც არ ყოფილა გამონაკლისი.მოსწავლეები დაემშვიდობა სკოლას მოკრძალებული ღონისძიებით და მადლობა გადაუხადეს თითოეულ პედაგოგსა და დირექციას იმ დიდი სიყვარულისთვის და შრომისთვის რაც ამ თორმეტი წლის განმავლობაში აჩუქეს მათ.
ვულოცავ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას თითოეულ მათგანს,წარმატებებითა და სიხარულით სავსე წლები გაევლოთ,მეამაყებით,რომ ჩემები გქვიათ.