воскресенье, 26 февраля 2023 г.

წესები, რომელიც სჭირდება საზოგადოებას(6კლასი)

 

 როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი საზოგადოებაში? საჭიროა თუ არა რაიმე წესების დაცვა?

ამ კითხვაზე პასუხები ყველა მოსწავლეს აქვს,მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გარკვეული წესების დაცვა ან ქცევის მართვა უჭირს. ამ საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია და ყველა მოსწავლემ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება,აღნიშნეს,რომ მიუხედავად იმისა რომ იციან საზოგადოებამ იცის გარკვეული წესები,მაინც უჭირთ მისი დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში.






четверг, 9 февраля 2023 г.

დისკუსია “გვიშლიან თუ არა ხელს ურთიერთობებში სტერეოტიპები“ (12კლასი)

  მოსწავლეებმა იციან სტერეოტიპების მნიშვნელობა და იმსჯელენ,ზოგიერთ ადამიანს რამდენად დისკომფორტი შეიძლება შეუქმნათ არსებულმა სტერეოტიპულმა გამონათქვამებმა.მოიყვანეს მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან (თმები შეიჭერი დაემსგავსე ბიჭს,მათემატიკა ბიჭის საგანია და ა.შ....) და გაიმართა დისკუსია.

გვიშლიან თუ არა ხელს ურთიერთობებში სტერეოტიპები“ (6კლასი)

  რა არის სტერეოტიპი? როგორ გესმით სტერეოტიპების მნიშვნელობა? ამ კითხვებზე მოსწავლეებმა გამოთქვენ თავიანთი აზრი და ის ფრაზები რასაც უწოდებენ სტერეოტიპებს.გავაცანი ინფორმაცია საოგადოებაში რა ტიპის სტერეოტიპები არსებობს,იმსჯელეს მის უარყოფით და დადებით მხარეებზე.