четверг, 26 января 2023 г.

გარემოზე ზრუნვა

    18 იანვარს კლასის მოსწავლეებმა იზრუნეს საკლასო ოთახის დასუფთავება, მოწესრიგებაზე. საახალწლოდ მოხატული ფანჯრები და კედლები გაასუფთავეს,დაშალეს ნაძვის ხე და შეინახეს მომავალი წლისათვის.











понедельник, 2 января 2023 г.

მავნე ჩვევები

 

თემის ფარგლებში მოხდა პრეზენტაციის ჩვენება,განხილვა და დისკუსია.              ტერმინი „დამოკიდებულება“ თავდაპირველად ვიწრო მნიშვნელობით
გამოიყენებოდა მხოლოდ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შესახებ საუბრისას. ცნობილია, რომ ალკოჰოლი და ნარკოტიკი გავლენას ახდენს ადამიანის კოგნიტურ, აფექტურ და ქცევით სფეროზე. თუმცა ფსიქოაქტიური თვისებები აქვს კოფეინსა და ნიკოტინს. დამოკიდებულება ბუნებრივი ან ხელოვნური ფსიქოაქტიური ნივთიერებების განმეორებადი მიღებით გამოწვეული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. ფიზიკური დამოკიდებულების დროს ორგანიზმი ეგუება გარკვეულ ნივთიერებას და ის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელ ასპექტად იქცევა. ადამიანი მავნე ჩვევებს ისე ეგუება, რომ ამას ვერც იაზრებს. ფიქრობს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ნარკოტიკის თუ ალკოჰოლის გამოყენება, თუმცა რეალურად ამის განხორციელება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მავნე ჩვევებია:სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის რეგულარულად მიღება, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები და სხვა. მავნეა მრავალჯერ ავტომატურად განმეორებადი ქმედება, რომელსაც თან სდევს როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავად ამ ქმედების შემსრულებელი პირისთვის ნეგატიური შედეგები. ამგვარი ავტომატური ქმედებები მეორდება, რადგან მათი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანი სუსტი ნებისყოფის გამო ვერ ახერხებს მათზე უარის თქმას.რატომ იწყებს ინდივიდი სიგარეტის მოწევას, როდესაც იცის, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა? ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ადამიანები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარენ თანმხლები ეფექტის მისაღწევად. მიუხედავად, იმისა რომ იციან თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნივთიერების მოხმარებამ მათ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ისინი მაინც განაგრძობენ მის მოხმარებას. მაგალითად, ნარკოტიკების მიღების შემდეგ თავს ბედნიერად გრძნობენ, ამიტომ უჩდებათ სურვილი კიდევ განიცადონ იგივე.


მავნე ჩვევებისადმი დამოკიდებულებას განაპირობებს: გენეტიკა, გარემო ფაქტორები, სოციალური მდგომარეობა და ა.შ. დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს მემკვიდრეობა.
მაგალითად, თუ ერთი და იმავე სქესის იდენტური ტყუპებიდან ერთ-ერთი დამოკიდებულია ალკოჰოლზე, რისკი იმისა, რომ მეორეც გახდება ალკოჰოლზე დამოკიდებული ორჯერ მეტია არაიდენტურ ტყუპებთან შედარებით. მოზარდები მავნე ჩვევებს ფსიქოსოციალური ფაქტორების ზემოქმედებით იძენენ. მაგალითად, თუკი თინეიჯერი მოწევაში ხედავს მეტ სარგებელს და რისკის დაბალ დონეს, იგი დიდი ალბათობით მოწევს სიგარეტს. მოზარდებს რწმენების, ატიტუდების და განზრახვის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ გარემოს. მოზარდი დიდი ალბათობით დაიწყებს მოწევას თუ მისი მშობლები ან მეგობრები აკეთებენ იმავეს. მძიმე სოციალურმა პირობებმა შესაძლოა მიიყვანოს ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებამდე. უამრავი ოჯახის დანგრევის მიზეზი გამხდარა ალკოჰოლი თუ ნარკოტიკი, რადგან ამ დროს ინდივიდი სრულიად იცვლება და უკონტროლო ხდება. ასევე მნიშვნელოვანია მოზარდის პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, დაიწყებს თუ არა იგი მოწევას - მაგალითად, თუ თინეიჯერს აქვს დაბალი თვითშეფასება, ნეგატიური რწმენები საკუთარ თავთან დაკავშირებით, მაშინ დიდი ალბათობით დაიწყებს მოწევას. მნიშვნელოვანია მოლოდინებიც, კერძოდ, ბევრ მოზარდს სჯერა, რომ მოწევა წარმოაჩენს მას, როგორც უფრო მოწიფულს და მიმზიდველს. კვლევების მიხედვით, სიგარეტის მოწევა იწვევს კარდიოვასკულარულ დავადებებს, ფილტვის კიბოს. ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებით იზრდება ცეროზისა და კიბოს გაჩენის რისკი. ამიტომ დაავადების პრევენციის მიზნით საჭიროა დახმარებს გაწევა და რეაბილიტაციის კურსის გავლა.


სამწუხაროდ, მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებით ბევრი ინადგურებს საკუთარ ცხოვრებას და გარშემომყოფებს. კარგი იქნება თუკი ადამიანები ერთმანეთს უკეთესობაში მიბაძავენ და არა პირიქით.

https://fb.watch/hOmIf6yHbK/





















საახალწლო განწყობა

 

 ახალი წელი  წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის. ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებით და მიზნებით ეგებება სადღესასწაულო სუფრის ან ზეიმის ფონზე. ჩვენც არ აღმოვჩნდით გამონაკლისი და ადრიანად დავიწყეთ ნაძვის ხის და საკლასო ოთახის გალამაზება,რაც ბოლოს საახალწლო ზეიმით დავარგვირგვინეთ.

 გილოცავთ ახალ 2023 წელს! გისურვებთ ულევ სიხარულს, სიკეთესა და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს! მშვიდობის, კეთილდღეობის, წინსვლის და გაძლიერების წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!