среда, 30 ноября 2022 г.

სადამრიგებლო შეხვედრა,თემა-სამართლიანობა(6ბ)

 

თემა-სამართლიანობაზე მსჯელობა, მიზანად ისახავდა ჩემი მოსწავლეების  ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით.გავარჩიეთ სიტყვა "სამართლიანობა" თუ რა სიტყვებისგან შედგებოდა და განმარტეთ თითოეულის მნიშვნელობა.ვუყურეთ ფილმს "მაგდანას ლურჯას" და ვიმსჯელეთ ფილმში არსებულ სამართლიანობის თუ უსამართლო  ფაქტების შესახებ.ასევე თითოელმა მოსწავლემ მოიყვანა მაგალითები თავიანთი ცხოვრებიდან რამდენად სამართლიანები არიან და რამდენად სამართლიანია გარემო მათ გარშემო.










  

вторник, 22 ноября 2022 г.

მდგრადი განვითარების პრინციპები N3(12ა კლასი)

 მნიშვნელოვან  საკითხს წარმოადგენის მდგრადი განვითარება და მისი პრინციპები. პრეზენტაციის ჩვენების შემდეგ, კლასში გაიმართა  დისკუსია ამ საკითხის გარშემო და მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები.













понедельник, 14 ноября 2022 г.

კლასის საათი N2 საოპერო კულტურა

 

11ნოემბერს,კლასის საათის ფარგლებში ვეწვიეთ ქუთაისის ოპერის თეატრს,სადაც გაიმართა წარმოდგენა "წითელქუდა",აღნიშნული ზღაპარი თემატურად დავუკავშირეთ რუსულ ენაში ნასწავლ მასალს და გავიხსენეთ  ბავშვობიდან კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟები.მოსწავლეები ეზიარენ საოპერო კულტურას და ამაღლებული გრძნობებით შეიყვარეს იგი. ამ მიმართულებით განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მათ მუსიკის პედაგოგს ნანა ჭირაქაძეს.










კლასის საათი N1 -უფლება და მოვალეობა(6ბკლასი)

 

    1ნოემბერს  ცხრილით განსაზღრულ დროში,ჩატარდა კლასის საათი თემაზე "უფლება და მოვალეობა".მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო რგოლი ,წაიკითხეს საინფორმაციო მასალა,იმსჯელეს თემის გარშემო და მოიყვანეს  პირადი ცხოვრებიდან მაგალითები  უფლებება-მოვალეობების შესახებ.






вторник, 1 ноября 2022 г.

სადამრიგებლო შეხვედრა N2(12ა კლასი)

 


    26 ოქტომბერს   ცხრილით განსაზღრულ დროში,ჩატარდა კლასის საათი თემაზე "ურთიერთობა უფროსებთან და თანატოლებთან".მოსწავლეებმა ნახეს პრეზენტაცია სხვადასხვა დმოკიდებულების შესახებ,იმსჯელეს თემის გარშემო და აღნიშნეს პატივისცემა და ყურადღება მნიშვნელოვანია როგორც უფროსების ,ასევე თანატოლების მიმართაც.


среда, 5 октября 2022 г.

სადამრიგებლო საათი-ჩემი მომავალი პროფესია

 2022 წლის 5 ოქტომბერს 12ა კლასში ჩატარედა კლასის საათი,თემაზე "ჩემი მომავალი პროფესია".მოსწავლეებმა დაასახელს მათ მიერ არჩეული პროფესიები და იმსჯელეს მათ მნიშვნელობაზე.მათი აზრით მომავალი პროფესია დიდი ყურადღებით და სიყვარულით უნდა იყოს შერჩეული,ამასთანავე აღნიშნეს,რომ მხოლოდ ერთი პროფესია ზოგჯერ არ აკმაყოფილებს დღევანდელ ახალგაზრდებს და მისაღებია სხვა პროფესიაშიც მოსინჯონ ძალები. წარმატებები თითოეულ მათგანს არჩეულ პროფესიაში!