ვიცნობდეთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა კულტურული მემკვიდრეობა ის სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ.კულტურული მემკვიდრეობა ის საფუძველია, რომელიც გვამოძრავებს,წინსვლისკენ გვიბიძგებს, ჩვენს იდენტობას განაპირობებს და საკუთარი თავის რწმენას გვაძლევს. ეს არის ადამიანის არსებობის, მისი სამყაროსადმი შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოხატულება, ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო, რომელიც ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და თითოეულ ჩვენგანს იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელიც მხოლოდ თაობიდან თაობაზე გადაცემული ღირებულებების უფაქიზეს ერთობლიობას შეიძლება გააჩნდეს. კულტურული მემკვიდრეობა წარსულთან გვაკავშირებს, აწმყოსთვის მყარ საყრდენს გვაძლევს და მომავლისკენ გზას გვიკვალავს. შესაბამისად, მემკვიდრეობა ნებისმიერი ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული განვითარების ანარეკლადაც გვევლინება






Комментариев нет:
Отправить комментарий